პოლიტიკა

სუს-ში რუსი სამხედროების მიერ ახალგაზრდა კაცის გატაცებას ადასტურებენ

06.07.20 10:15


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სამეგრელოში, სოფელ რიყეს მახლობლად ახალგაზრდა კაცი გაიტაცეს.

უწყება ნეტგაზეთთან ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, სწორედ ამ ცხელი ხაზის მეშვეობით სუს-ს გატაცების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს.

ამასთანავე, სამსახური ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კაცის გატაცების შესახებ ინფორმაცია, პირველად გუშინ, 4 ივლისს გავრცელდა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები