პოლიტიკა

პრეზიდენტი: ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია!

06.07.20 10:30


„ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია! ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც ჩვენს მომავალს განაპირობებს. წარმატებები, წარმატებები და წარმატებები!“,- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების შესახებ.

პრეზიდენტმა გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა და მათ წარმატება უსურვა.

,,დღეს ქუთაისში ვიმყოფებით და მინდა აქედან მოვულოცო ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს აბარებს ეროვნულ გამოცდებს და წარმატებები ვუსურვო მათ.

მართალია, ეს წელი ცოტა განსხვავებულია, რადგან პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაციაა, მაგრამ მგონია, რომ საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვნახე ყველაფერი ის, რაც მომზადებულია, იმისათვის რომ ამ პირობებში, მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე და მე მგონი, ყველაფერ ძალიან კარგად მიმდინარეობს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ის შემდგომი ცხოვრების საწყისია. ამ ქვეყნის მომავალი ამ აბიტურიენტების ხელშია. ცოდნა, განათლება და პროფესონალიზმი - ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს ყველას მომავალს და პირველ რიგში, მათ მომავალს. ასე რომ, წარმატებები, წარმატებები და წარმატებები!“ - აღნიშნა პრეზიდენტმა აბიტურიენტებისადმი გაკეთებულ მიმართვაში.

დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რომელიც 25 ივლისამდე გაგრძელდება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები