პოლიტიკა

ირაკლი ბერაია ტოივო კლაარს შეხვდა

06.07.20 11:45


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ბერაია ევროკავშირის წარმომადგენელს ესაუბრა რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის, პანდემიის პერიოდში პროვოკაციებზე, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ შეტევებზე, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის ევროკავშირის ძალისხმევის გაძლიერებაზე.

„საინტერესო შეხვედრა მქონდა ბატონ ტოივო კლაართან, სადაც შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და ევროკავშირის როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში. პანდემიის პერიოდში ევროკავშირის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის პრიორიტეტულობას ევროკავშირის დღის წესრიგში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები