პოლიტიკა

ზალკალიანი: უნგრეთი საქართველოს ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო, როცა ევროკავშირმა საზღვარი გახსნა

06.07.20 12:20


„უნგრეთი საქართველოს ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო, როცა ევროკავშირმა საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, პანდემიის დაწყების შემდგომ ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგას მხარდაჭერისთვის, რომელიც პირადად მან გამოავლინა ამ რთული ვითარების დროს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვიყავით მუდმივ კონტაქტზე და საკითხები წყდებოდა მყისიერად მისი პირადი მხარდაჭერით და ჩარევით.

კიდევ ერთხელ მინდა მას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ის დღეს ჩვენთან არის. ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ უნგრეთი ყოველთვის ღიად და მკაფიოდ უცხადებს საქართველოს მხადრაჭერას ყველა საკთხში. უნგრეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია. არ არსებობს არცერთი მაღალი დონის კონფერენცია, ღონისძიება, სადაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამოხატავს მის კაფიო მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ეს იყო სულ ცოტა ხნის წინ ნატოს მინისტერიალის დროს, ასევე აღმოსავლეთ მინისტერიალის დროს, სადაც კიდევ ერთხელ მისი მხრიდან გაჟღერდა ეს მკაფიო გზავნილები. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ უნგრეთი იყო საქართველოს ერთ-ერთი მხარდამჭერი, როდესაც ევროკავშირმა სულ ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება მიიღო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ამ საკითხის შესახებ, ჩვენი მიდგომა აქაც თანმიმდევრულია, ძალიან ფრთხილი, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ის მიდგომა, რომელიც გვაქვს, როგორც უნგრეთს, ისე საქართველოს, პანდემიასთან ბრძოლის კუთხით არის გასაფრთხილებელი და შესანარჩუნებელი იმისთვის, რომ ზიანი არ მიადგეს ჩვენს მოქალაქეებს. მათი ჯანმრთელობა, მათი უსაფრთხოება უპირველესი საზრუნავია და ამის შესახებ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები