პოლიტიკა

დაკონსერვებული რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზა - ოპოზიცია ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებს

06.07.20 14:00


"მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას შევცვლით, პირველივე 6 თვეში დავასრულებთ რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას" - აღნიშნულის შესახებ ეეეთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით კირკიტაძემ ისაუბრა.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ეს გზა დღემდე დაუსრულებელია, ნათლად აჩვენებს თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას რუსთაველებისადმი.

"დღეს გამოვხატავთ გაბრაზებული რუსთაველების პოზიციას. მათ გაბრაზების ბევრი მიზეზი აქვთ, მაგრამ დღეს ერთ ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას - ეს არის რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზა.

მოგეხსენებათ 2012 წელს, ოცნებას დავუტოვეთ ამ გზის პროექტი, მოძიებული თანხა და გამარჯვებული კომპანია, რომელსაც უნდა დაეწყო სამუშაოები და 2014-ში დაესრულებინა გზა. თუმცა,

დღეს ეს პროექტი მიტოვებულია, არ გაკეთებულა არაფერი. მთავრობას მოსვლის დღიდან, ყოველდღიურად 6 მეტრი გზა რომ დაწგო, ეს მონაკვეთი დღეს დასრულებული იქნებოდა.

და ეს ხდება მაშინ, როცა ივანიშვილის ხუშტურის გამო - ხეების გადასატანად, 100 კილომეტრზე მეტი გზა დააგეს.

ჩვენ მზად ვართ, მას მერე, რაც ოქტომბერში შევცვლით ხელისუფლებას, ეს გზა პირველივე 6 თვეს დავასრულოთ. "- აცხადებს კირკიტაძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები