პოლიტიკა

სოფო კილაძემ ისრაელის ელჩს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობა გააცნო

06.07.20 14:20


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ისრაელის სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა და დიპლომატს კომიტეტის საქმიანობა გააცნო.

სოფო კილაძე რან გიდორს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კომიტეტის ფარგლებში გატარებული საკანონმდებლო რეფორმისა და საპარლამენტო ზედამხედველობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა.

მხარეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას და კომიტეტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. ​




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები