პოლიტიკა
06.07.20 16:00
საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესება უზრუნველყოფს 2020 წლის ოქტომბერში მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის კარგ გარემოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანრი ოხანაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„როგორც იცით, ვასრულებ მისიას საქართველოში. ასე რომ, ეს იყო გამოსამშვიდობებელი შეხვედრა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანრი ოხანაშვილთან. ეს იყო შესაძლებლობა, განგვეხილა და შეგვეჯამებინა ჩვენი თანამშრომლობა ბოლო წლის განმავლობაში, რომელიც იყო საკმაოდ მდიდარი და ნაყოფიერი. რა თქმა უნდა, მივულოცე მას ასევე გასულ კვირას პარლამენტის მიერ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ასევე საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესება, რომელიც უზრუნველყოფს 2020 წლის ოქტომბერში მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის კარგ გარემოს.
როგორც იცით, ევროსაბჭო მჭიდროდ მუშაობდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან რამდენიმე საკითხზე. სიამოვნებით გავიხსენებ ჩვენ მუშაობას, რომელიც იყო ხანგრძლივი და რთული, თუმცა გასული წლის დეკემბერში შედეგად მოიტანა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის დამტკიცება. ეს იყო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დაეხმარება საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას. ერთად კიდევ ბევრ სხვა საკითხზე ვმუშაობდით”, – განაცხადა ურსემ.
მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები გააუმჯობესებს გარემოს 2020 წელს თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად.
„ვფიქრობ, ყველა ელოდება, რათა იხილოს ის პრაქტიკული ზომები, რომელიც განხორციელდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველაფერმა ჩაიაროს შეუფერხებლად“,- განაცხადა ურსემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24
-
17:4126.03.24
-
17:2626.03.24
-
ნინო წილოსანი მეწარმე ქალებს შეხვდა
17:0026.03.24
-
გიორგი ამილახვარმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გახსნა
16:3526.03.24