პოლიტიკა

გახარია აბიტურიენტებს: ჩვენი მომავალი ხართ და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა

06.07.20 17:20


„თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა“, - ასე მიმართა საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ აბიტურიენტებს.

პრემიერ-მინისტრმა აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საკუთარი მომავლის განსასაზღვრად ახალი ეტაპი იწყება.

„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წარმატებას გისურვებთ ახალგაზრდებო!

თქვენს ცხოვრებაში ეს არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ახალი ეტაპი, როდესაც საკუთარ მომავალს განსაზღვრავთ. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევას წარმატებით გაართმევთ თავს და შეძენილ ცოდნას საუკეთესოდ გამოამჟღავნებთ. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა“, - აღნიშნა პრემიერმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები