პოლიტიკა
06.07.20 17:40
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა მზადების პროცესშია.
მისივე თქმით, მმართველი პარტია ძალიან დეტალურ საარჩევნო პროგრამას წარადგენს.
კობახიძე ამბობს, რომ პროგრამაზე მუშაობა სავარაუდოდ, თვის ბოლოსკენ დასრულდება.
„ბუნებრივია, პროგრამა მოიცავს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების ყველა მიმართულებას. ეს არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკის საკითხები. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული პროგრამა წარდგენილი საზოგადოების წინაშე და ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში.
პოზიტიური იყო ყველა პროგრამა, რაც კი „ქართულმა ოცნებამ“ დღემდე წარადგინა. 2016 წელს ჩვენი სლოგანიც იყო – თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა და ამ პრინციპზე იყო აგებული მთლიანად პროგრამა. ჩვენ გვქონდა პოზიტიური კამპანია, რასაც რადიკალური ოპოზიცია თავისი ნეგატიური კამპანიით პასუხობდა.
იგივე იყო თბილისის არჩევნების შემთხვევაში და ზოგადად, მუნიციპალური არჩევნების შემთხვევაში, სადც ჩვენი პროგრამა მთლიანად იყო აგებული იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას. მათ შორის იყო ეკონომიკური საკითხები, ეკოლოგიური საკითხები, ტრანსპორტისა და ურბანული საკითხები და ა.შ.
ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივია, გვექნება სიახლეები რა თქმა უნდა ყველა მიმართულებით.
მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროგრამა არის მზადების პროცესში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან თამამი და მეორე მხრივ რეალისტური დაპირებები, როგორც ეკონომიკის კუთხით, ასევე სოციალური, საგარეო პოლიტიკის კუთხით. პროგრამა მომზადდება თვის ბოლომდე და ამის თაობაზე დეტალურად გექნებათ ინფორმაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 91
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24