პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილმა და პიტერ სიიარტომ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

06.07.20 18:00


„ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ვიზიტი შედგა. უნგრეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და მხარს გვიჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებაში. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის კურატორ სამინისტროს, საშუალება გვქონდა გვესაუბრა უნგრულ და ქართულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის – წყლის სექტორის განვითარების მიმართულებით,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საუბარი ასევე შეეხო ქართული და უნგრული მხარეების თანამშრომლობის პერსპექტივას 100 მილიონ დოლარის ოდენობის პაკეტის ფარგლებში, რომელიც უნგრეთის მთავრობამ ბიზნესის სტიმულირებისთვის გამოყო.




წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები