პოლიტიკა

"ოქტომბერში, ივანიშვილის კორუმპირებულ რეჟიმს ან დავამარცხებთ, ან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ელოდება უკიდურესი სიღარიბე, თავად ქვეყანას კი საერთაშორისო იზოლაცია“ - სამადაშვილი

07.07.20 13:20


„ოქტომბერში, ივანიშვილის კორუმპირებულ რეჟიმს ან დავამარცხებთ, ან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ელოდება უკიდურესი სიღარიბე, თავად ქვეყანას კი საერთაშორისო იზოლაცია“ - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილის ვაშინგტონის გზავნილს.

„დღეს, ჩვენ, ვაშინგტონიდან უკიდურესად საგანგაშო ინფორმაცია მივიღეთ - ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, ბიძინა ივანიშვილის კორუფციული და ავტოკრატიული რეჟიმისთვის სანქციები უკვე დააწესა. კონკრეტულად, კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოსთვის დახმარების გაცემა შეაჩერა მანამ, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას არ მოისმენს ქვეყნაში არსებულ კორუფციასთან და დემოკრატიასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე.

მინდა გავნვმარტო ეს რას ნიშნავს მოქალეებისთვის, ეს ნიშნავს, რომ როცა ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია და მსოფლიოშიც იგივე მდგომარეობაა, ამ ფონზე ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა საფრთხეს უქმნის იმას, რაზეც ჩვენ დღეს ბევრად მეტად ვართ დამოკიდებულები ვიდრე ოდესმე - დახმარებას დასავლეთისგან, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისგან.

მინდა ავღნიშნო რომ 30 წლიანი ურთიერთობების განმვალობაში საქართველოსა და აშშ-ს შორის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მოგვისმნია კრიტიკა ამ თუ იმ საკითხზე.

ივანიშვილის მიერ ქვეყანაში დამყარებულმა კორუფციის მასშტაბმა შეუძლებელი გახადა დახმარების მიტანა ადამიანებამდე. კორუფცია ჭამს ჩვენს მომავალს და იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი მეგობრები გვაძლევენ.

ოქტომბერში ივანიშვილის რეჟიმის დასრულება მშვიდობიანი არჩევნების გზით სიკვდილ სიცოცხლისთვის ბრძოლის საქმეა. ან დავამარცხებთ კორუმპირებულ რეჟიმს, ან საქართველოს და ჩვენს მოქალაქეებს უკიდურესი სიღარიბე და საერთაშორისო იზოლაცია ელოდებათ. ესაა გზავნილი, რომელიც დღეს ჩვენ ვაშინგტონიდან მივიღთ. აღსანიშნავია რომ ამის პარალელურად კონგრესში პერსონალურად ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მიმდინარეობს განხილვა.“- განაცხადა სამადაშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები