პოლიტიკა

გერმანიის საელჩო საზღვრის გახსნაზე: ეს მხოლოდ დასაწყისია

08.07.20 16:00


გერმანიის საელჩო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება, გერმანიისთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მოგზაურობა ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან ისევ ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება. ეს არის გერმანიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტი“,- აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საზღვრები იხსნება შემდეგ ქვეყნებთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები