პოლიტიკა
08.07.20 16:00
იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩამოვლენ, წინასწარ უნდა შეავსონ განაცხადი, სადაც მითითებული იქნება, საქართველოში რა ადგილზე იქნებიან განთავსებული, რათა იყოს შესაძლებლობა, შესაბამის სამსახურებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შესაბამისად ჰქონდეთ მათზე წვდომა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს.
ამასთან, დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, ორ კვირაში გაფართოვდეს ქვეყნების სია, რომლებთანაც საქართველო საზღვრებს გახსნის
„ჩვენთვის მთავარია ზრუნვა, როგორც ევროპელი პარტნიორების მოქალაქეებზე, ასევე
ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. დანარჩენ ქვეყნებშიც, რომლებმაც მიიღეს საქართველოსთვის საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება, არის გარკვეული დათქმები და წინაპირობები. მაგალითად, ზოგიერთი ქვეყანა გვიწესებს 14-დღიან კარანტინს, ასევე თვითიზოლაციას. მსგავსი მიდგომები გვაქვს ჩვენ ამ ქვეყნებთან მიმართებაშიც. არიან გარკვეული ქვეყნები, რომლებმაც საერთოდ არ მიიღეს ის სარეკომენდაციო სია, რომელიც ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა ივნისის ბოლოს. ჩვენი მიდგომაც არის სარკისებრი და ჩვენც ვიმოქმედებთ შესაბამისად ყველა ამ ქვეყანასთან მიმართებით. არ არის გამორიცხული, ორი კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაიხედოს ეს სია, გაფართოების კუთხით, რადგანაც მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ყველა წევრ ქვეყანასთან იმისთვის, რომ ორმხრივად მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
რეკომენდაციები მაგალითად არ გაითვალისწინა ავსტრიამ, დანიამ, ბულგარეთმა. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან, გადაწყვეტილებები, კი ეტაპობრივად მიიღება. ეს იქნება ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული, მათ შორის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან, ვხედავთ, რომ ყოველდღიურად იცვლება სურათი.
რამდენიმე ქვეყანამ საზღვრის გახსნის შემდეგ კარანტინიც კი გამოაცხადა ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ რამდენიმე რეგიონში“, – აცხადებს ზალკალიანი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ფრენებთან დაკავშირებით უკვე კომუნიკაციაში არის ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის ავიაკომპანიებთან.
„ჩემი ინფორმაციით, უკვე „ლუფთჰანზასთან“ არის მიღწეული შეთანხმება, რომ სავარაუდოდ აგვისტოდან აღდგება რეგულარული ფრენები და ეს იქნება კვირაში ორი ფრენა. ასევე, მიდით მოლაპარაკებები „ეარ ბოლტიკთან“ და „ეარ ფრანსთან“, რომ აღდგეს რეგულარული ფრენები.
ფრენები დღეიდან შეიძლება, თუკი პირდაპირი რეისები არის. მაგალითად, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბალტიისპირეთიდან საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულებიდან, ეს შეიძლება იყოს ამსტერდამიდან, ვენის რეისით, ანუ დღეს არსებული რეისებით შეუძლიათ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ისარგებლონ.
რაც შეეხება ჩარტერულ, კომერციულ ფრენებს, რომლებსაც ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ ასრულებს, ეს მიმართულებები განსაზღვრულია და ჩვეულებრივად გაგრძელდება.
ამას ემატება ის მიმართულებები, საიდანაც ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალური ფრენების რეჟიმში ჩვენი მოქალაქეების გამოყვანას. ეს იქნება ვარშავა ათენი, რომი და ბარსელონა. ეს არ იქნება მხოლოდ ივლისში, გავაგრძელებთ აგვისტოში და სექტემბერშიც“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.
საქართველომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრები გახსნა. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24