საზოგადოება

13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება

09.07.20 11:45


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 13 ივლისიდან ქვეყანაში ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება. აღნიშნულის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

“ვფიქრობ, განსაკუთრებით ახლა, ზაფხულის პერიოდში, როცა შიდა ტურიზმი უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ ნებადართული იქნება” – ამბობს გიორგი გახარია.

აღნიშნული შეზღუდვა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით იყო დაწესებული.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები