პოლიტიკა

აშშ-ს კონგრესის კანონპროექტი და მოსალოდნელი სანქციები - სამადაშვილი საქართველოს ხელისუფლებას 5 რეკომენდაციის გათვალისწინებას ურჩევს

09.07.20 12:20


კონგრესმა სანქციების კანონპროექტს დღეს რამდენიმე დეტალური განმარტება დაამატა.

აღნიშნულის შესახებ ფრაქცია ერთიანი ნაციონალირი მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი საუბრობს და დეტალირად უთითებს პუნქტებს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ დახმარება მიიღოს.

"სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს და საბიუჯეტო კომიტეტს მოახსენოს, რომ საქართველოს ხელისუფლება: (1) ეფექტიანად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას;

(2) იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც;

(3) ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭირვალეობა, საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომის ჩათვლით;

(4) იცავს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას;

(5) ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე."- აცხადებს დეპუტატი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები