პოლიტიკა

გადაწყვეტილება მიღებულია: კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას მთავრობა პირველ აგვისტომდე ახანგრძლივებს

09.07.20 13:20


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით,პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა.

პრემიერი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდება, სოციალური დამხმარების მისაღებად რეგისტრაციის ვადა, შესაძლოა, შემდეგაც გაგრძელდეს.

"ჩვენ გვქონდა სოციალური დახმარებების მთელი რიგი პაკეტი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა მათთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან თვითდასაქმებულები იყვენენ და ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ ან საერთოდ დაკარგეს.

ასეთი ადამიანების რეგისრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ეს ვადა პირველ აგვისტომდე იქნება გაგრძელებული და თუ საჭირო იქნება, შემდეგაც გავაგრძელებთ", - განაცხადა გახარიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მთავრობის დახმარება 121 ათასზე მეტმა თვითდასაქმებულმა და 129 ათასზე მეტმა დასაქმებულმა მიიღო.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები