პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: როცა ქვეყანა ჩართული იყო ომში, სააკაშვილი, კეზერაშვილი და მათთან დაკავშირებული დაჯგუფება სჩადიოდნენ უმძიმეს დანაშაულებს

09.07.20 15:40


„მე არ გამოვრიცხავ, რომ ამას ჰქონდეს შემდგომი გაგრძელება და გამოიკვეთოს ტრანსნაციონალური დანაშაული, მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ იკვეთებოდეს სხვა პირების მონაწილეობა, ვინაიდან ასეთი სქემები ერთი და ორი პირის მიერ არ ხორციელდება. აქ ჩართულია ხოლმე, როგორც წესი, ორგანიზებული ჯგუფი და შესაბამისად, იქნება ეს სააკაშვილი, კეზერაშვილი თუ მათი კლასტერი, შესაძლოა, იყვნენ ამ პროცესში ჩართული. უკვე მიმდინარე საქმეა ისრაელში, პროკურატურა დაობს ამ მძიმე დანაშაულთან მიმართებაში და თუ ბრალდება დადასტურდება, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო მეტ პირზე გავიდნენ და კიდევ უფრო ფართო მასშტაბი შეიძინოს ამ დანაშაულმა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ უპრეცედენტო მასშტაბი მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების საერთაშორისო დონეზე გასამართლებამ და მხილებამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში და „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც კრიმინალური გაერთიანების წარმომადგენლების საერთაშორისო დონეზე მხილებამ და გასამართლებამ.

„ეს ამ კლასტერს არ უკვირს ხოლმე, როდესაც მათ სრულიად სამართლიანად მოიხსენიებენ კრიმინალურ ოპოზიციად, არ უკვირთ იმიტომ, რომ მათ აქვთ ჩადენილი ის მძიმე და უმძიმესი დანაშაულები, როგორც კრიმინალურ გაერთიანებას, ასევე მათ წარმომადგენლებს, რაზეც არსებობს ფაქტები. ეს ჩვენი შეფასება არ არის. ეს არის ფაქტების კონსტანტაცია. ფაქტია ის, რომ ამ კრიმინალურმა ოპოზიციამ წაართვა თავის დროზე „რუსტავი-2“ თავის კანონიერ მესაკუთრეს და ეს დადასტურებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებით, გირგვლიანის საქმეზე გაასამართლა სრულიად ხელისუფლება და დამნაშავედ ცნო „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში, ასევე, ციხის ბუნტის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მაშინდელი ხელისუფლება, ვინმე ჭაკუას ექსტრადირება, სადაც გერმანიის სასამართლომ მიიღო მტკიცებულებად, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა მის მიმართ არ განხორციელებულა და პირიქით, მიიღო მტკიცებულებები, რომ მას შესაძლოა, აქვს დანაშაული ჩადენილი და ამის ნათელი დადასტურებაა კიდევ შემდგომი გამოვლინება, სადაც ისრაელის პროკურატურამ, კეზერაშვილთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში, იქნებიან ეს ახლო ნათესავები თუ ბიზნესპარტნიორები, დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს დავა, საქმე შეეხება უმძიმეს ბრალდებას, საუბარია დაახლოებით 11 მილიონ დოლარზე, როდესაც საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში, როცა ქვეყანა ჩართული იყო ომში, ამ დროს სააკაშვილი, ვინმე კეზერაშვილი და მათთან დაკავშირებული დაჯგუფება, ეს კლასტერი, შესაძლოა, სჩადიოდნენ უმძიმეს დანაშაულებს, როგორიც არის გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხების საქართველოდან გატანა, მიმალვა და შემდგომ მოპარვა. ამას ედავებიან ამ ხალხს, ამ კრიმინალურ ოპოზიციას. არა მხოლოდ სტრასბურგის სასამრთლოში, არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოში, რამედ, ახლა უკვე ისრაელის სასამართლოში და პროკურატურაში. ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ პროცესს, ჩვენ არ გვიკვირს და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უკვირს მათი მხილება ასეთ ქმედებებში, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს და ქართულ მართლმსაჯულებას ეს არაერთხელ აქვს დადასტურებული“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები