პოლიტიკა

სესიაშვილი: ოპონენტები ფულს არ ზოგავენ, რომ ლობისტების საშუალებით, ჩვენი ქვეყნის იმიჯი შეილახოს

09.07.20 16:00


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოცემაში „NEWEUROPE“ გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით „საქართველოს დაახლოვება ევრო-ატლანტიკურ ოჯახთან“ გამოეხმაურა.

სესიაშვილის თქმით, ოპონენტები უმეტეს შემთხვევაში, ცდილობენ საგარეო ურთიერთობები და ფაქტორები შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისთვის გამოიყენონ.

„როდესაც ვსაუბრობთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან პოლარიზებული და პოლიტიზირებული, სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები უმეტეს შემთხვევაში ცდილობენ, საგარეო ურთიერთობები და ფაქტორები შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისთვის გამოიყენონ. ისინი ფულს არ ზოგავენ, რომ ლობისტების საშუალებით ჩვენი ქვეყნის იმიჯი შეილახოს, მაგრამ იქ, სადაც გვაქვს რეალურად დამოუკიდებელი და ობიექტური შეფასებები, ჩვენ ვხედავთ ძალიან სწორ აქცენებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება და საქართველო იმდენად წარმატებულია, რომ ის ნამდვილად იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაერთიანებას. ამას ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ხედავენ და იმედი გვაქვს რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება“, - აღნიშნა სესიაშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები