პოლიტიკა

გიგი უგულავა - ადამიანები მომავალს რწმენით უყურებენ, მაგრამ ივანიშვილთან ერთად თავის მომავალს ვერ ხედავენ

09.07.20 17:00


ადამიანები მომავალს რწმენით უყურებენ, მაგრამ ივანიშვილთან ერთად თავის მომავალს ვერ ხედავენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტყვიავში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსახლეობამ უგულავასთან შეხვედრისას ისაუბრა უმუშევრობასა და უგზობის პრობლემაზე.

„წლებია მოსახლეობას ჰპირდებიან გზის პრობლემის მოგვარებას, თუმცა უშედეგოდ. ასევე სოფელ ტყვიავის მოსახლეობა „კოვიდ-19“-ისთვის გამოყოფილ დახმარებებზეც წუხს, რადგან მათი თქმით, ხელისუფლება ერთჯერად დახმარებას პოლიტიკური ნიშნით ანაწილებს“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიგი უგულავას განცხადებით, არჩევნებზე ცვლილებები ერთადერთი წინაპირობაა „ეკონომიკისა და გაყინული სიტუაციის ამოტრიალებისთვის“.

„სამწუხაროდ, ქართლის სოფლებიც არ არის გამონაკლისი, სიდუხჭირე, იმედგაცრუება და ბრაზი ხელისუფლების მიმართ არნახულ ზღვარს აღწევს, ამავე დროს ხალხი არის იმედიანად და ცვლილებების მოლოდინშია. ცვლილებები ერთადერთი წინაპირობაა ეკონომიკის ამოყირავების და ამ გაყინული სიტუაციის გამოსწორების, ამიტომ ადამიანები ამას რწმენით უყურებენ, მომავალს რწმენით უყურებენ, მაგრამ ივანიშვილთან ერთად თავის მომავალს ვერ ხედავენ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები