პოლიტიკა

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10.07.20 11:00


შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ურსე საქართველოში 5-წლიან მოღვაწეობას ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაურმა კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა საქართველოში წარმატებული მოღვაწეობისთვის, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ევროპის საბჭოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს დახმარებით შინაგან სამინისტრო გაძლიერდა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით - დისკრიმინაციასთან და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა, კიბერდანაშაულთან ბრძოლა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები