პოლიტიკა

ბოლო ნომერი ვიქნები - გიორგი გახარია საარჩევნო სიაზე

10.07.20 12:00


პრემიერმინისტრი გახარია აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს 2020-ის არჩევნებში სიის რომელი ნომერი იქნება.

გიორგი გახარიას თქმით, არსებული გამოწვევების პირობებში არც მას და არც მთავრობის წევრებს არ აქვთ დრო, რომ საარჩევნო სიაზე იმსჯელონ.

"მე ვიქნები ბოლო ნომერი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რომელი ნომერი ვიქნები.

გულწრფელად გეუბნებით, ჩემი ძირითადი ამოცანაა, მთავრობის ძირითადი ამოცანაა დღეს არის, პირველ რიგში, პანდემია. ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ რისკები. მეორე ამოცანა გახლავთ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენი ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში. და მესამე, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისი პირობებში წყნარად, მშვიდად და დემოკრატიულად ჩავატაროთ არჩევნები", - აღნიშნა პრემიერმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები