პოლიტიკა

ცენზურა და შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე - სამოქალაქო სექტორის პროტესტი პარლამენტთან

10.07.20 12:40


ცენზურა დამოუკიდებელ მედიაზე - ტელემაუწყებლები, რადიომაუწყებლები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ცვლილებებს აპროტესტებენ.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" პარლამენტის წინ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.

"ეს არის ნაჩქარევად მომზადებული კანონპროექტი, რომელიც არსებითად აუარესებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის კანონპროექტები, რომელიც მარეგულირებელს აძლევს საშუალებას გრძელი ხელის საშუალებით მუდმივად ერეოდეს მაუწყებლების და ელექტრონული კომუნიკაციების სუბიექტების საქმიანობაში" - ამბობს "საიას" ხელმძღვანელი სულხან სალაძე.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტი მარეგულირებელს მედიაში მისთვის სასურველი დროებითი მმართველის დანიშვნის უფლებას ანიჭებს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები