ეკონომიკა

ჩინელი ინვესტორი: ვგეგმავთ, ჩვენი წარმოება საქართველოში გადმოვიტანოთ

10.07.20 13:20


საქართველოში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის გადმოტანა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოში არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებია, მათ შორისაა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები ევროკავშირსა და ჩინეთთან და, რა თქმა უნდა, უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა“,- აღნიშნა კომპანია „HIP Holding” - ის თავმჯდომარემ ჯეიმს ჰონგმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პლასტმასის ქარხნის ამოქმედება ხობის მუნიციპალიტეტში იგეგმება.

„HIP Holding”-ში შემავალმა კომპანია „გლობალ რისაიქლინგიმ“ ხობის მუნიციპალიტეტში 30 ჰა მიწა აუქციონზე შეიძინა.

პირველ ეტაპზე, ინვესტორი 50 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო მომავალში ხობში გეგმავს დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას.

„მთავრობის, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩვენ შევიძინეთ 30 ჰექტარი მიწა, სადაც ვგეგმავთ არა მარტო გადავამუშაოთ პლასტმასის ნარჩენები, არამედ ვაწარმოოთ კიდეც გარკვეული პროდუქცია, რომელსაც არა მარტო საქართველოს ბაზარზე გავყიდით, არამედ ექსპორტზე გავიტანთ ევროპის ქვეყნებში, ჩინეთსა და ამერიკაში. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ჩვენ ვგეგმავთ დავასაქმოთ 18-იდან 65-წლამდე 400-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე. ჩვენ შევთავაზებთ მათ სპეციალურ მომზადებას, სათანადო ანაზღაურებასა და ღირსეულ სამუშაო გარემოს,“ - განაცხადა ჩინელმა ინვესტორმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები