პოლიტიკა
10.07.20 14:40
გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მომავალი არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო 30 მაჟორიტარითა და პროპორციული სისტემით არჩეული 120 დეპუტატით დაკომპლექტდება.
ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ექსპერტ იანუშ ბუგაისკის შეფასებით, “საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილება დემოკრატიას გააღრმავებს. მაჟორიტარული სისტემა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს და ამომრჩევლის დიდ ნაწილს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლის ყოლის საშუალებას ართმევს. ნახევრად პროპორციული სისტემა კი, საარჩევნო ბარიერის დაწევასთან ერთად, კოალიციების შექმნას შეუწყობს ხელს და პოლიტიკურ მონოპოლიასა და პოლარიზაციას შეასუსტებს.” ბუგაისკი დასძენს, რომ პოლარიზაცია იმ მტრული ძალის ინტერესშია, რომელსაც საქართველოს დანაწევრება სურს.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის წამყვან სპეციალისტს, სტივენ ბლენკს. მისი აზრით, თუ პოლიტიკური თეორიის ისტორიას გავიხსენებთ, ნახევრად ან სრულად პროპორციული სისტემა ეფექტურ მმართველობას არ იძლევა. “ასეთი სისტემა სუსტ სახელისუფლებო კოალიციებს წარმოქმნის, რაც დემოკრატიის გაძლიერებას არ უწყობს ხელს და პარლამენტის მუშაობაში ბევრი პარტიის მონაწილეობა და ძალაუფლების გადანაწილება ხელისუფლების ეფექტურობას ამცირებს, ყოველ შემთხვევაში, გამოცდილება სწორედ ასეთია”,- ამბობს ის.
საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციაზე საუბრისას ბუგაისკი აღნიშნავს, რომ პუტინის რუსეთი არა მარტო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს, არამედ ქვეყნის დემოკრატიას, ეკონომიკას, ეროვნულ უსაფრთხოებასა და დასავლეთის ინსტიტუტებში ინტეგრაციასაც. “რუსული ოკუპაციის გაგრძელება ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების შეფერხებას, აგრეთვე, მომავალში შესაძლო სამხედრო თავდასხმის შესაძლებლობას ისახავს მიზნად”,-მიიჩნევს ის. ბუგაისკის აზრით, მოსკოვს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აწყობს, “მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა სრულად არ შეესაბამება მის სტრატეგიულ ამბიციას.” მას მიაჩნია, რომ “კრემლის ამოცანაა თბილისში უფრო დამთმობი ადმინისტრაციის ყოფნა, რომელსაც ნატოში გაწევრიანება არ ენდომება, მოსკოვს არ აწყობს ძლიერი პროდასავლური ხელისუფლება, რომელიც უფრო აქტიურად დაუპირისპირდება მის ჩარევებს საქართველოს შიდაპოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ საკითხებში.”
მოახლოებულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით სტივენ ბლენკი ფიქრობს, რომ საქართველო გამონაკლისი არ იქნება, რადგან რუსეთი ევროპული და აფრიკული ქვეყნების, აგრეთვე შეერთებული შტატების არჩევნებშიც კი ჩაერია. “არჩევნებში ჩარევით რუსეთი საქართველოს პოლიტიკური სისტემის ჩამოშლას ცდილობს, თუმცა ყველაზე აქტუალური ბორდერიზაციის საკითხია, რისი მოგვარებაც საქართველოს ცალმხრივად არ შეუძლია და არც ამერიკასა და ევროკავშირს აქვთ მყარი პოზიცია ამ პრობლემის მოსაგვარებლად”,-დასძენს ის.
იანუშ ბუგაისკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მომზადებულ კანონპროექტსაც მიმოიხილავს, რომელიც საქართველოსთვის დახმარების ერთი ნაწილის შეჩერებას გულისხმობს. ბუგაისკის აზრით, “დახმარების სანაცვლოდ პირობების წამოყენება ეფექტური გზაა საქართველოს პროგრესის გასაზომად, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც რეგიონში, ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოებში დემოკრატიის უკუსვლა შეინიშნება. მისი თქმით, საქართველოს პროგრესი უფრო მაღალი სტანდარტით იზომება, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების. მიზეზი საქართველოს წარმატებებია, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.”
სტივენ ბლენკი აღნიშნავს, რომ წარმომადგენელთა პალატის დოკუმენტს კანონის ძალა ჯერ არ აქვს, რომ დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, შეისწავლოს, თუ რამდენად ასრულებს საქართველო ამ დახმარების სანაცვლოდ აღებულ ვალდებულებებს. ბლენკის აზრით, საქართველო გამონაკლისი არ არის და აშშ-ის კონგრესი ვითარების შესწავლას ყველა იმ სახელმწიფოში ითხოვს, რომელსაც ამერიკა ფინანსურად ეხმარება. ამის მიუხედავად, ბლენკის აზრით, “წარმომადგენელთა პალატის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში მაინც შეინიშნება იმედგაცრუება უკანასკნელ ხანს საქართველოში განვითარებული მოვლენებით, რამაც საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი ქუჩაში გამოიყვანა,” და მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ გაფრთხილება უნდა მიიღოს და გაითვალისწინოს, რომ თუ ქვეყნის მართვის პროცესში კონკრეტული პირობები არ დაკმაყოფილდება, ამერიკული დახმარება შემცირდება.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
22 მარტს, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
18:0018.03.24
-
17:4018.03.24
-
17:2018.03.24
-
16:4818.03.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია
16:2018.03.24
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა
15:5718.03.24
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
15:3018.03.24
-
ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება
15:0518.03.24
-
ვიქტორ დოლიძე - ვაშინგტონის სამიტზე საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, შემიძლია, დავადასტურო
14:4618.03.24
-
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იქნება
14:2018.03.24
-
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია
14:0018.03.24
-
13:3418.03.24
-
13:0018.03.24
-
საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ხმაური იყო
12:4118.03.24
-
12:1018.03.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ მივესალმებით ოპოზიციონერების ისეთ გაერთიანებას, რომ ხმა არ დაიკარგოს
11:0018.03.24
-
10:3518.03.24
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღაზას შიმშილი ემუქრება, მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა
10:0018.03.24
-
აზერბაიჯანის მართლმადიდებლობა ‘სამ რომს’ შორის. მცხეთა უახლოესი ალტერნატივაა...
18:5015.03.24
-
17:2015.03.24
-
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
17:0015.03.24
-
16:4315.03.24
-
16:3215.03.24
-
16:1515.03.24
-
15:5315.03.24
-
15:0315.03.24
-
სუს-მა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა
14:2415.03.24
-
ნიკოლოზ სამხარაძემ პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა
13:5815.03.24
-
2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ შეცვლა დღეიდან დაიწყო
13:2215.03.24
-
შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრს, დენიელ რიშს შეხვდა
12:5915.03.24
-
11:3615.03.24
-
„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა გაორმაგდა
11:0015.03.24
-
10:4015.03.24
-
ტურისტული სექტორისთვის ახალი ონლაინ პორტალი შეიქმნა
10:0815.03.24
-
18:0014.03.24
-
ირაკლი ნადარეიშვილი: კაპიტალის ბაზრის რეფორმა შემდგომ, მეტად აქტიურ ფაზაში გადავიდა
17:4514.03.24