პოლიტიკა

ელენე ხოშტარია - უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, არ დავუშვათ ტრაგედიაზე ხელის დაფარება

10.07.20 16:20


ყველამ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ იმ ტრაგედიის ფონზე, რაც ვნახეთ ხორავას ქუჩაზე, როდესაც ხელის დაფარება ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში ჩვეულებრივ მოვლენად, ეს ახლა არ დავუშვათ, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე სახელმწიფომ არცერთი კითხვა უპასუხოდ არ დატოვოს.

“ცალკე აღებულ ექსპერტიზაზე მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ არ დატოვოს არცერთი კითხვა უპასუხოდ და აქამდე, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს გამოძიებასთან, კითხვები, რომლებიც გააჩინეს ჟურნალისტებმა.

ფაქტია, რომ არა ჟურნალისტების აქტიური მუშაობა, რიგი რაღაცები არ გვეცოდინებოდა. ეს ისეთი საქმე არ არის, სადაც ასე უნდა ხდებოდეს. არ შეიძლება ამ საკითხზე სახელმწიფო უპირისპირდებოდეს და აკრიტიკებდეს ჟურნალისტებს, ან მიყვებოდეს ჟურნალისტების ქმედებას. აქ უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე, ღია, ძალიან დამაჯერებელი ახსნა ყველა ელემენტის, სამალავის დაწვიდან დაწყებული სამარშრუტო ტაქსებით გაგრძელებული. შეუძლებელია არ ვიცოდეთ რა მოხდა“,- განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ექსპერტიზის დასკვნით გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები