პოლიტიკა
10.07.20 16:40
კრიმინალური პოლიცია ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე იბარებს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” ნიკა გვარამიამ დაუდასტურა.
გვარამია ამბობს, რომ ის პოლიციაში მისვლას არ გეგმავს და საჭიროების შემთხვევაში ჩვენებას სასამართლოში მისცემს.
როგორც “მთავარი არხის” იურისტი დიტო საძაგლიშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, მათთვის უცნობია, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით იბარებენ გვარამიას გამოკითხვაზე. თუმცა, მანამდე, ტელეკომპანიის ეთერში გავიდა რამდენიმე გადაცემა, რომელიც აღნიშნულ საქმეს ეხებოდა, მათ შორის, ჟურნალისტებმა გაშიფრეს საქმის მასალებში არსებული კადრებიც.
ამასთან, გვარამია პირად ფეისბუკის გვერდზე წერდა, რომ შაქარაშვილი “მოკლეს თბილისიდან ჩასულმა სრულწლოვანმა დამნაშავეებმა”.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ.
19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.
ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, თუმცა ბრალი ამ მუხლით ჯერ არავის წაყენებია.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
22 მარტს, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
18:0018.03.24
-
17:4018.03.24
-
17:2018.03.24
-
16:4818.03.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია
16:2018.03.24
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა
15:5718.03.24
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
15:3018.03.24
-
ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება
15:0518.03.24
-
ვიქტორ დოლიძე - ვაშინგტონის სამიტზე საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, შემიძლია, დავადასტურო
14:4618.03.24
-
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იქნება
14:2018.03.24
-
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია
14:0018.03.24
-
13:3418.03.24
-
13:0018.03.24
-
საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ხმაური იყო
12:4118.03.24
-
12:1018.03.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ მივესალმებით ოპოზიციონერების ისეთ გაერთიანებას, რომ ხმა არ დაიკარგოს
11:0018.03.24
-
10:3518.03.24
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღაზას შიმშილი ემუქრება, მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა
10:0018.03.24
-
აზერბაიჯანის მართლმადიდებლობა ‘სამ რომს’ შორის. მცხეთა უახლოესი ალტერნატივაა...
18:5015.03.24
-
17:2015.03.24
-
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
17:0015.03.24
-
16:4315.03.24
-
16:3215.03.24
-
16:1515.03.24
-
15:5315.03.24
-
15:0315.03.24
-
სუს-მა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა
14:2415.03.24
-
ნიკოლოზ სამხარაძემ პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა
13:5815.03.24
-
2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ შეცვლა დღეიდან დაიწყო
13:2215.03.24
-
შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრს, დენიელ რიშს შეხვდა
12:5915.03.24
-
11:3615.03.24
-
„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა გაორმაგდა
11:0015.03.24
-
10:4015.03.24
-
ტურისტული სექტორისთვის ახალი ონლაინ პორტალი შეიქმნა
10:0815.03.24
-
18:0014.03.24
-
ირაკლი ნადარეიშვილი: კაპიტალის ბაზრის რეფორმა შემდგომ, მეტად აქტიურ ფაზაში გადავიდა
17:4514.03.24