ეკონომიკა

იანვარ-ივნისში საგარეო ვაჭრობა 16.3%-ით შემცირდა

13.07.20 13:40


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივნისში საგრეო ვაჭრობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16.3 პროცენტით შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ შეადგინა. აქედან, ექსპორტი წინა წელთან შედარებით, 15.6 პროცენტით ნაკლები, 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი, 16.5 პროცენტით შემცირდა და 3 568.9 მლნ ლარი შეადგინა.

საქსტატის განცხადებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ივნისში 2 065.4 მლნ შეადგინა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები