პოლიტიკა

დავით ზალკანიანი 13-14 ივლისს ბრიუსელს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში

13.07.20 14:20


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი 2020 წლის 13-14 ივლისს ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ნატო-სა და ევროკავშირში. კერძოდ, დავით ზალკანიანი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, სადაც სიტყვით მიმართავს ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკანიანი ასევე შეხვდება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას.

მათივე ინფორმაციით, სხდომაზე განხილული იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე მინისტრი ისაუბრებს პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და დღეს არსებულ ვითარებაზე.

„ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკანიანი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირსა და ევროპარლამენტში, მათ შორის შეხვდება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელს, ასევე შეხვედრა გაიმართება ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელთან სვენ მიქსერთან.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ეს გახლავთ პირველი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოდან“, – აცხადებენ სამინისტროში.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები