პოლიტიკა

„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 10 აგვისტოს წარადგენს

13.07.20 15:00


პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს 10 აგვისტოს წარადგენს, ხოლო 20-30 აგვისტოს პარტია იმ კანდიდატებს დაასახელებს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონების მაჟორიტარული მანდატებისთვის იბრძოლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელბს.

პარალელურად, პარტია ეტაპობრივად გახსნის ოფისებს რეგიონებში.

„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ მიზანია უფრო მეტი შინაარსი და ხალხის ინტერესების ამსახვილი მსჯელობა დაამკვიდროს ქართულ პოლიტიკაში, შემოიკრიბოს საზოგადოებრივი ნდობითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული თანამოაზრეები და ახალი პოლიტიკური ესთეტიკა შემოიტანოს ქვეყნის პოლიტიკურ დისკუსში“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

დამოუკიდებელი დეპუტატების გაერთიანება საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას 1-ელ აგვისტოს გამართავს.

პარტია „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი“ “ქართული ოცნებიდან“ წასულმა პარლამენტის მოქმედმა დეპუტატებმა მარიამ ჯაშმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გედევან ფოფხაძემ, ასევე თბილისის საკრებულოდან ჯაბა ჯიშკარიანმა შექმნეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები