პოლიტიკა
13.07.20 15:20
"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსფაშვილი და პარტიის სხვა ლიდერები ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ არასამთავრობოებთან შეხვედრის დროს ქვეყნის და რეგიონის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.
“როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის, ჩემი პირველი ვალდებულება ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაა.
“ლელოს” აქვს ზუსტი ხედვა, ნებისმიერ თემას საქმიანად ვუყურებთ და მინიმალურ დროში ვპოულობთ გამოსავალს, ზუსტად იმიტომ გვიერთდება ამდენი ადამიანი, რომ ვართ გახსნილები და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებულები.
ბევრი გამოწვევაა რეგიონშიც, თუნდაც მეჩეთის აშენების თემა, რომელიც საკმაოდ მწვავედ წამოიჭრებოდა ხოლმე. ვთვლი, რომ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის არ არის საჭირო სასამართლო დავა, რადგან სიტუაციას თავად დაალაგებს ორი მხარე და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ გონივრულადაც. პრობლემაა ქალაქთმშნებლობის კუთხით. რაც ხდება ბათუმში, არის კატასტროფა და კორუფციის შედეგი. მშნებლებს ჰგონიათ, რომ კვადრატული მეტრების რაოდენობა არის ბიზნესი, რადგან ქალაქი არ არის განვითარებული ურბანულად, რის გამოც დიდ მშნებლობებს ღირებულება ვერ შეუნარჩუნდებათ,”- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე სექტორის” პროექტის მენეჯერის, ციალა ქათამიძის თქმით, მსგავსი შეხვედრები პერმანენტული ხასიათის უნდა იყოს და პარტიები მოსახლეობასთან უშუალოდ უნდა საუბრობდნენ რეგიონის პრობლემებზე.
“ზოგადად, ვფიქრობ, რომ ქვეყნის ან რეგიონის სწორად განვითარებისთვის სხვადასხვა სუბიექტებმა, რომლებიც ამ ქვეყნის განვითარებისთვის მუშაობენ, უნდა ითანამშროლონ და ჰქონდეთ მაგავსი ტიპის შეხვედრები, იქნება ეს სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკური პარტია, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები იყოს პერმანენტულად და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ ყველა იმ პრობლემის გამოჩენისთანავე, რომელიც ქვეყანას ან რეგიონს აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის თემები, რომლებიც ეხება გლობალურ საკითხებს, თუ რამდენად შესაძლებელია იმ პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრა, რომელიც არსებობს ბიზნესისა და პოლიტიკის გზაგასაყარზე.
“ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, სოფო შამანიდის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა, რადგან ისინი საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც რეგიონს აქვს და კარგად იცნობენ საქმის შინაარსს. “არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ ერიდებიან მწვავე შეკითხვებს და ასეთი შეხვედრა იყო დღეს აჭარაში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მუშაობენ. მათ დასვეს ის საკითხები რომელიც ბათუმს და რეგიონს აწუხებს, ეს იქნება ურბანული განვითარების, ეკონომიკური, თუ ადამინის უფლებების პრობელმები. საინტერესო დიალოგი გამოვიდა, რადგან ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს უკვე აქვს პასუხები და კონკრეტული გეგემა, რომელიც რეგიონში ამ პრობლემებს მოაგვარებს,” - აცხადებს შამანიდი.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24