პოლიტიკა

გიგი წერეთელი - ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს, საოკუპაციო ზოლზე მომხდარ ყველა დანაშაულში მონაწილე პირის დასჯა

13.07.20 18:00


საქართველოს მოქალაქეს უკვე მერამდენედ იტაცებენ ქვეყნის კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ამჯერად ვითარება კიდევ უფრო მძიმეა, რადგან მოქალაქე არის დაჭრილი , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა, საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მას ექნება კომუნიკაცია ეუთოს ყველა შესაბამის სტრუქტურებთან, რომ ამ საკითხის გადაწყვეტაში აქტიურად ჩაერთონ.

„კიდევ ერთი ძალიან საგანგაშო ფაქტია. საქართველოს მოქალაქეს უკვე მერამდენედ იტაცებენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ამჯერად ვითარება კიდევ უფრო მძიმეა, რადგან მოქალაქე არის დაჭრილი. ვითარება აბსოლუტურად მიუღებელი და მოუთმენელია. ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ ხელისუფლების მხრიდან არ გადაიდგმება გაცილებით უფრო ქმედითი ნაბიჯები. საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება აუცილებელია, ამას უმეტესად მოყვება განცხადებები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამის იქეთ საქმე არ მიდის. ეს დე ფაქტო ხელისუფლებას და მათ მხარდამჭერებს რუსეთში ამგვარი პოლიტიკის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. არანაირი სანქცია, არავის დასჯა არ ხდება და წინა პერიოდში მომხდარი დანაშაულებისთვისაც არავის პასუხი არ უგია. ეს არის ახლა მისახედი საქმე და აქ ძალიან სერიოზული მოქმედებები და ღონისძიებებია გასატარებელი თუკი ეს ხელისუფლებას შეუძლია. სხვა შემთხვევაში ვიქნებით ხშირად ამგვარი ფაქტების მოწმენი და მსგავსი დანაშაულის პრევენცია პრაქტიკულად ვერ მოხდება,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები