პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო

06.09.16 15:55


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ორმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს საქართველო-ისრაელის ისტორიულ მეგობრობას და მიმოიხილეს ეკონომიკის, კულტურისა და სხვა სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის არსებული პოტენციალი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, შაბთაი ცურთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები. აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების კარგ დინამიკასა და მათი შემდგომი გაგრძელების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სექტორული თანამშრომლობის ინტენსიურობას, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი ისეთ სფეროებში როგორც არის ეკონომიკა, კულტურა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა.

საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 613


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები