პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია

14.07.20 10:45


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინის ინტერესებშია.

ამის შესახებ სააკაშვილმა „ინტერფაქს უკრაინასთან“ განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია. თუმცა, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. მე არ გამოვხატავ არც პრეზიდენტის და არც სხვების აზრს ამ საკითხზე, რადგან არ ვარ უკრაინის ოფიციალური სახელმწიფო მოხელე. ეს ჩემი პირადი პოზიციაა და ის ძალიან მტკიცეა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ვერავინ აუკრძალავს ქართველს, იყოს ქართველი, იმ შემთხვევაშიც, თუ მას უკრაინის პასპორტი აქვს და უკრაინელი პატრიოტია.



წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები