პოლიტიკა

საქართველომ გაეროში ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიში წარადგინა

14.07.20 12:00


საქართველომ, გაეროს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების შესახებ რიგით მეორე ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ანგარიში წარადგინა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული მიმოხილვა მოიცავს 2015-2019 წლების საანგარიშო პერიოდს და სამთავრობო პროგრამის კვალდაკვალ 3 პრიორიტეტული მიმართულებით წარიმართა - ეკონომიკური განვითარება, ადამიანური კაპიტალის განვითარება/სოციალური კეთილდღეობა და დემოკრატიული მმართველობა. ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს პროგრესის დეტალური ანალიზი და მიმოხილულია ქვეყნის მიღწევები, საუკეთესო გამოცდილებები და გამოწვევები.

„მდგრადი განვითარების მიზნები არის გაეროს მიერ შემუშავებული გლობალური განვითარების დღის წესრიგი და მოიცავს 2030 წლისთვის მისაღწევ 17 მიზანსა და 169 ამოცანას. მათ შორისაა - სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა, ჯანმრთელობისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, უთანასწორობის შემცირება, კლიმატისა და ეკოსისტემების მდგრადობა, სამართლიანობისა და ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბება.

საქართველო მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგს 2015 წელსვე შეუერთდა და მისი განხორციელების პროცესს კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიშს საქართველოს მთავრობა გაეროში 4 წელიწადში ერთხელ წარადგენს,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანგარიში ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე - https://sustainabledevelopment.un.org/content/documents/26389VNR_2020_Georgia_Report.pdf




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები