პოლიტიკა
14.07.20 12:40
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი აჭარის რეგიონს სტუმრობს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვძემ ამერიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მადლობა გადაუხადა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობისათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და სამშვიდობო პოლიტიკისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ბიზნეს გარემოს. ასევე, აჭარის ეკონომიკის სტიმულირებისა და ტურისტული პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს. აღინიშნა, რომ აჭარა კორონავირუსის პირობებში, დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, ტურისტების დაინტერესების კუთხით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს.
შეხვერდრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მიღწეულ შედეგზე, ხაზი გაესვა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. ეს ჩემი პირველი ვიზიტია აჭარაში. მოხარული ვარ, რომ მომეცა თავმჯდომარესთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა გვესაუბრა როგორც „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ სირთულეებზე და ეკონომიკური რეაბილიტაციის გზებზე, ასევე იმ პოზიტიურ და ამბიციურ გეგმებზე, რაც საქართველოსთან, კერძოდ კი, აჭარასთან მიმართებაში გვაქვს დასახული.
ბათუმი ძალიან საინტერესო ქალაქია, დიდი პოტენციალით. ვისაუბრეთ იმ ინიციატივებზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დაგეგმილი აჭარის რეგიონთან მიმართებაში.
მადლობას მოვახსენებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ მხარდაჭერისთვის. სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა ამერიკული ხომალდის „პორტერის“ ვიზიტი ბათუმში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამერიკის უპირობო მხარდაჭერას და თანამშრომლობას სამხედრო და საზღვაო მიმართულებით. მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის კონტექსტში, ასევე, საქართველოსა და ნატო-ს კავშირების გაძლიერების კუთხით.
ვამაყობთ ბათუმის ბიბლიოთეკაში მოქმედი ამერიკული კუთხით. მადლიერები ვართ ამ პროექტის მხარდაჭერისათვის, რომელიც უნიკალურ პლატფორმას სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას, გაგვაცნონ ინოვაციური იდეები. ამერიკული კუთხე წარმოადგენს ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის კავშირების გაღრმავების კიდევ ერთ საშუალებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24