პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - მივმართავ გახარიას და მთავრობას: ნუ ხართ ფუქსავატობით დაკავებული!

14.07.20 16:00


„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ტურისტულ სექტორს დაეხმაროს. როგორც ის აღნიშნავს, დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას საზღვრები კოვიდპასპორტისა და ეპიდუსაფრთხოების სტანდარტებით.

"მივმართავ გახარიას და მთავრობას: ნუ ხართ ფუქსავატობით დაკავებული, საქმეს მიხედეთ!

თქვენ კომპანიებს, ნუ კი ასუბსიდირებთ, არამედ დაეხმარეთ ტურისტულ სექტორს. არ შეიძლება ერთადერთი სექტორი, რომელიც შემოსავალს აძლევდა ქვეყანას და ასაქმებდა ხალხს, დღეს განულებული იყოს.

იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, საჭიროა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელება: დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას საზღვრები კოვიდ პასპორტისა და ეპიდუსაფრთხოების სტანდარტებით. ერთი წლით უნდა გაყინოს ყველა სესხი ტურისტული სექტორის და უნდა მივეხმაროთ მას, რომ შემოსავალმა ისევ წამოიწიოს", -აცხადებს გიორგი ვაშაძე.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები