პოლიტიკა

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე დღეს იმსჯელებს

06.09.16 16:15


საქართველოს პარლამენტი დღეს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებზე იმსჯელებს. სამივე დასახელებულ კანდიდატს - ლევან ბოძაშვილს, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოუსმენს.

პრეზიდენტმა პარლამენტს კანიდიდატები მეორედ წარუდგინა. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მერვე მოწვევის პარლამენტი გადაწყვეტილებას ამჯერადაც ვერ მიიღებს.

იურიდიული კომიტეტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ახალი ცვლილების განსახილველად ემზადება.

„უზენაეს სასამართლოს აშკარად უჭირს მოსამართლეთა ნაკლებობის გამო. ამიტომ, მისი გამართული და ოპერატიული საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეივსოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა,“- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები