პოლიტიკა

პარლამენტმა შეზღუდვების გახანგრძლივებაზე კანონპროექტი დაამტკიცა

14.07.20 17:20


79 მომხრე- 1 წინააღმდეგი - პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც პანდემიის პირობებში მთავრობას შეზღუდვების დაწესებაზე უბლებამოსილება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

მთავრობას საკანონმდებლო ორგანოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილება ხვალ, 15 ივლისს ეწურება.

პროექტი ისეთ ღონისძიებების შეზღუდვას ითვალისწინებს, როგორიცაა გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების. აღნიშნული შეზღუდვების დაწესების უფლება კი, მთავრობას 2021 წლის იანვრამდე ექნება.

„გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ქვეყნებს კვლავ უწევთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა პანდემიის პირობებში, ერთი მხრივ, გააგრძელონ ჩვეული ცხოვრება და, მეორე მხრივ, ებრძოლონ ვირუსსა და მისგან მომდინარე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ შედეგებს. ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების შესაფერხებლად და თავიდან ასაცილებლად გარკვეული შეზღუდვები კვლავ არსებობს ევროკავშირის წევრ და არაწევრ ბევრ ქვეყანაში.

ამგვარად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეული, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის აუცილებელი საშუალებაა“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები