ეკონომიკა

ლარი გაუფასურდა

14.07.20 17:40


14 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0633 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0614 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.19 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4817 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4673 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.44 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4461 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.8349 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 ივლისიდან შევა ძალაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები