პოლიტიკა

"მთავრობის სურვილია, რომ Wizz Air-მა არჩევნებამდე რეგულარული რეისები საერთოდ არ შეასრულოს" - გიორგი კანდელაკი

15.07.20 12:40


"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მთავრობა Wizz Air-ს ფრენების უფლებას არ აძლევს. როგორც ის ამბობს, ეკონომიკის სამინისტრომ ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს არაოფიციალურად განუცხადა, რომ ავიაკომპანია გერმანიასა და საფრანგეთში არჩევნებამდე ვერ იფრენს, ბალტიის ქვეყნებზე კი პასუხი ჯერაც არ აქვთ.

"მთავრობის სურვილია, რომ ჩვენი ტურიზმისა და ეკონომიკისთვის ესოდენ მნიშვნელოვანმა გადამზიდავმა, როგორიც Wizz Air-ია, არჩევნებამდე რეგულარული რეისები საერთოდ არ შეასრულოს. მთავრობა გვიმტკიცებს, რომ გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იღებენ. სინამდვილეში, მათი გადაწყვეტილებები მთლიანად პოლიტიკურია, რაც შიმშილისთვის წირავს ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს", - განაცხადა კანდელაკმა.

კანდელაკის ინფორმაციით, ავიაკომპანია ეარ ბალტიკს რიგაში კვირაში სამი რეისის შესრულება სურს, ეკონომიკის სამინისტრო კი ამჟამინდელი მდგომარეობით მხოლოდ ერთს თანხმდება.

"ავიაკომპანიების ეკონომიკაში ფასწარმოქმნის მნიშვნელოვანი ფაქტორი ფრენების სიხშირეა.

არსებული აბსურდული და ბრიყვული შეზღუდვების შედეგად მივიღებთ რეალობას, როცა გვექნება ძალიან ცოტა და ძალიან ძვირი ფრენა, საქართველოს მოქალაქეები კი ვერც ქვეყნიდან გასვლას შეძლებენ და დე ფაქტო ვერც შემოსვლას მათთვის გადაადგილების შესაზღუდად აღმართული დისკრიმინაციული ბარიერების გამო", - ამბობს კანდელაკი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები