პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

15.07.20 17:00


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

„ისრაელთან ჩვენ უნიკალური მეგობრობის ისტორია გვაქვს, დიდი ტრადიციებით. ბოლო წლებში განსაკუთრებით გამოირჩევა ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა, მათ შორის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. დღეს ბატონ რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა. გავცვალეთ ინფორმაციები და ვისაუბრეთ ჩვენი მომავალი თანამშრომლობის შესახებ. ელჩი დაინტერესდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკით. ჩვენ საერთო ინტერესი გვაქვს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა არის გამორჩეული. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ როგორც საპარლამენტო, ასევე – სამთავრობო დონეზე ურთიერთობას, როგორც ეს ტრადიციულად ახასიათებს ჩვენს ერებს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები