პოლიტიკა

კახა კალაძე - ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში

15.07.20 18:00


დღეს ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და მივიღოთ მაღალი შეფასებები, როგორც ხდებოდა ეს წინა არჩევნების პირობებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციასაც აქვს პასუხისმგებლობა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია.

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და თავისუფალ გარემოში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

პასუხიმგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც, რადგან ისიც პოლიტიკის ნაწილია და ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. დღეს ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და მივიღოთ მაღალი შეფასებები, როგორც ხდებოდა ეს წინა არჩევნების პირობებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გუნდში ჯერ თანამდებობებზე მსჯელობა არ ყოფილა.

„ჯერ ამის დროს არ არის, ვინ რა პოზიციას დაიკავებს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ახლა მთავარი და მნიშვნელოვანი არის მზადება საარჩევნოდ, საზოგადოებას წარვუდგინოთ ხედვა, გეგმა იმ კონცეფციასა და პროექტებზე, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, თუ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე ისევ არჩილ თალაკვაძე, კალაძე აცხადებს, რომ ის არის ძალიან კარგი პარლამენტის თავმჯდომარე და ძალიან კარგად უძღვება თავის საქმეს.

„რაც შეეხება მომავალ პარლამენტს, თანამდებობებს პარლამენტში და მთავრობაში, ეს სამომავლოდ გახდება ცნობილი“, – განაცხადა კალაძემ.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები