საზოგადოება

საგანგებო თემქაზე აფეთქებას არ ადასტურებს

16.07.20 10:45


საგანგებო სიტუაციების სამსახური თემქაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას არ ადასტურებს.

როგორც ნეტგაზეთს უწყებაში განუცხადეს, 112-ში შევიდა გამოძახება, რომლის მიხედვითაც ადგილობრივებმა ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონეს, თუმცა ადგილზე მისულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა “ფიქტიურ გამოძახებას”, ანუ საგანაგებოს ჯგუფებმა ადგილზე აფეთქების კვალს ვერ მიაგნეს.

თემქაზე აფეთქების ხმა არაერთმა ადამიანმა გაიგონა. ამის შესახებ მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებშიც დაწერეს. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ეს ხმა. არაოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების ხმა ფილმის გადაღებას უკავშირდება.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები