ეკონომიკა

საქართველოში სურსათზე ფასები გაიზარდა

06.09.16 17:00


საქართველოში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასი 1,4%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ივლისთან შედარებით, აგვისტოს თვეში ფასები გაიზარდა: ტრანსპორტი (0,3%), დასვენების, გართობისა და კულტურის (0,9%) სფეროები; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (0,1%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (0,2%), სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 0,3%.

ფასების კლება დაფიქსირდა: ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (0,4%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (0,8%), ჯანმრთელობის დაცვის სფეროში (0,7%) და კომუნალურ მომსახურებაზე (0,2%). გასულ თვეში ფასები არ შეცვლილა განათლებისა და კავშირგაბმულობის სფეროებში. 2016 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში ინფლაციის დონემ 0,4% შეადგინა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები