საზოგადოება

ტიკარაძე: საგანგაშო მდგომარეობა არ არის

16.07.20 16:20


კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 2-ის წყარო უცნობია. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის.

„ბოლო 2 შემთხვევით გაგვიჭირდება ვამტკიცოთ, რომ ქვეყანაში ვირუსი აქტიურად იწყებს ცირკულირებას, თუმცა ჩვენ ვაჟღერებთ, რომ კოვიდინფექცია არის და ვვარაუდობთ, რომ ის საკმაოდ დიდხანს იქნება ჩვენთან ერთად. სწორედ ამიტომ უნდა გამოიყენონ ჩვენმა მოქალაქეებმა პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა მითითება უნდა გაითვალისწინონ. მნიშვნელოვანია ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, რაც საშუალებას მოგვცემს, ვირუსის გავრცელება ავიცილოთ და ქვეყანაში ეპიდვითარება არ გაუარესდეს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები