საზოგადოება

ისლანდიამ საქართველოსთან საზღვარი გახსნა

16.07.20 17:00


ისლანდიამ ევროკავშირის მიერ უსაფრთხოდ მიჩნეულ მესამე ქვეყნებთან, რომელთა შორის საქართველოც არის, საზღვარი გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ schengenvisa.info ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სია, საჭიროებისამებრ, რეგულარულად განახლდება.

რაც შეეხება კარანტინს თუ უსაფრთხოების სხვა ზომებს, როგორც გამოცემა წერს, აეროპორტში ჩასვლისას მგზავრებს ექნებათ არჩევანი — ან მოთავსდნენ ორკვირიან კარანტინში, ან გაიკეთონ ფასიანი ტესტი კორონავირუსზე.

ისლანდიის გარდა, საქართველოს საზღვარი გაუხსნეს ევროპის სხვა ქვეყნებმა — იტალიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და სხვებმა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები