საზოგადოება

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - თბილისში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

16.07.20 17:40


თბილისში, აღმაშენებლის 106 ნომერში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

მეზობლებმა ერთი გასროლის ხმა გაიგეს.

ამ დროისთვის მკვლელობისა და თვითმკვლელობის ვერსია განიხილება.

მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

თვითმკვლელობის ვერსიას რაც შეეხება, ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილის შვილი დღეს ავარიაში მოჰყვა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, იმევე ეზოში ახალგაზრდა ბიჭის გულუას ცხედარი იპოვეს.

ახალგაზრდა კაცის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ ბიჭი მოკლეს და იმ საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადმოაგდეს, რომელიც მას ნაქირავები ჰქონდა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები