საზოგადოება

მიუნხენი-თბილისის რეისზე რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან განახლდება

17.07.20 14:40


გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას 2 აგვისტოდან განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მიხედვით, ფრენების განახლების შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანია Lufthansa-ს შორის უკვე დასრულდა.

ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰარო ხომალდით კვირაში ორჯერ აღნიშნული განრიგით განხორციელდება:

თბილისი-მიუნხენი ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

მიუნხენი-თბილისი ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

ავიაბილეთები კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. ორმხრივი ბილეთის ფასი 500 ევროდან იწყება და სტანდარტულად, განსხვავდება ბილეთის კლასისა და რეისის შესრულების თარიღის მიხედვით.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ საჰაერო მიმოსვლა უპირობოდ გახსნა ბალტიის ქვეყნებთან, ასევე, გერმანიასა და საფრანგეთთან.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები