მსოფლიო

აზერბაიჯანს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს

17.07.20 15:00


აზერბაიჯანს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს. ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელად პრეზიდენტი ილჰამ ალიევის წარდგენით ჯეიჰუნ ბაირამოვი დაინიშნა.

პირველ სამუშაო დღეს ჯეიჰუნ ბაირამოვი უწყებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ჰიმეტ ჰაჯიევმა წარადგინა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ქვეყნის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლს ითამაშებს.

თავის მხრივ ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად შეასრულებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჯეიჰუნ ბაირამოვის წინამორბედის ელმერ მამედიაროვის გათავისუფლების ბრძანებას 16 ივლისს მოაწერა ხელი. ილჰამ ალიევის გულისწყრომა სომხეთთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს მამედიაროვის არასაკმარისმა აქტიურობამ გამოიწვია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები