ეკონომიკა

იოჰანეს ჰანი LIBE -ს მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერაზე: დაიმსახურეს

06.09.16 18:15


იოჰანეს ჰანი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე: დაიმსახურეს!

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას ევროკომისარი, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი ეხმაურება და გადაწყვეტილებას დამსახურებულს უწოდებს. ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

“დაიმსახურეს! ვიმედოვნებ, რომ ახლა ევროკავშირის საბჭო მიიღებს სწრაფ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ”, – წერს იოჰანეს ჰანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ანგარიშს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები